ბილეთებს უკან დააბრუნებენ - თბილისის გრანდ სლემი მაყურებლის გარეშე ჩატარდება
Aa
Aa

ბილეთებს უკან დააბრუნებენ - თბილისის გრანდ სლემი მაყურებლის გარეშე ჩატარდება

26 მარტს თბილისში ძიუდოს გრანდ სლემი აიღებს სტარტს. ცნობილი იყო, რომ ხსენებულ ღონისძიებას მაყურებლების გარკვეული რაოდენობა დაესწრებოდა, თუმცა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ რამდენიმე დელეგაციაში აღმოჩენილი კორონავირუსის ფაქტების გამო ეს გადაწყვეტულება გააუქმა. ბილეთების გაყიდვაც დაწყებული იყო, თუმცა ყველაფერი შეიცვალა.

"მიუხედავად ჩვენი დიდი მონდომებისა, რომ საქართველოში პირველი გრან სლემი ქართველი გულშემატკივრების თანდასწრებით ჩატარებულიყო, რისთვისაც ფაქტობრივად, ყველაფერი იყო გაკეთებული და მიღებული იქნა კომპრომისული გადაწყვეტილება მაყურებლის გარკვეული რაოდენობის დასწრების შესახებ.

სამწუხაროდ უნდა გაცნობოთ, რომ დელეგაციებში დაფიქსირებული კოვიდშემთხვევების გამო, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ შეჯიბრების კვლავ მაყურებლის გარეშე ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

PS: უკვე შეძენილი ბილეთების თანხა გულშემატკივრებს ეტაპობრივად უკან დაუბრუნდება." - ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში.

მიუხედავად ჩვენი დიდი მონდომებისა, რომ საქართველოში პირველი გრან სლემი ქართველი გულშემატკივრების თანდასწრებით...

Posted by Georgian Judo Federation - საქართველოს ძიუდოს ფედერაცია on ოთხშაბათი, 24 მარტი, 2021

შეგახსენებთ,რომ თბილისის გრანდ სლემი პირველად გაიმართება. „გრან პრის“ „გრანდ სლემად“ გადაკეთების შეთავაზება საქართველომ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციისგან გასულ წელს მიიღო.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები