მსოფლიო ჩემპიონატი - ალინა ურუშაძე ოლიმპიური ლიცენზიისთვის იბრძოლებს
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატი - ალინა ურუშაძე ოლიმპიური ლიცენზიისთვის იბრძოლებს

შვედეთის დედაქალაქ სტოქჰოლმში ფიგურული ციგურაობის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 17 წლის ალინა ურუშაძე გავიდა.  

აღნიშნული პლანეტის ჩემპიონატი მნიშვნელოვანი იმითაც არის, რომ პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები თამაშდება.

გოგონათა მოკლე პროგრამის შეჯიბრება გაიმართა, სადაც ურუშაძემ 59.89 ქულით მე-18 ადგილი დაიკავა , მაშინ, როდესაც ფინალში 30 მონაწილიდან 24 საუკეთესო გადიოდა.

დღესვე, მსოფლიოს პირველობაზე წყვილებიც იასპარეზებენ,სადაც საქართველოს სახელით 16 წლის ანასტასია მეტელკინასა და 21 წლის დანიილ პარკმანის დუეტს ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები