თოფურია ოქტაგონს უბრუნდება -
Aa
Aa

თოფურია ოქტაგონს უბრუნდება - "მატადორის" მეტოქე რაიან ჰოლია

დაუმარცხებელი ილია თოფურია ოქტაგონს 11 ივლისს უბრუნდება. ქართველი მებრძოლი 35 წლის ამერიკელ რაიან ჰოლს დაუპირისპირდება. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ილია თოფურიამ გაავრცელა.

UFC-ის ეგიდით ჰოლს 4 შეხვედრა აქვს გამართული და ოთხივეში იმარჯვა. 

ელ მატადორის ანგარიშზე კი ორიდან 2 მოგებაა. ქართველმა მებრძოლმა 2020 წლის 10 ოქტობერს იოსიფ ზალალი დაამარცხა,ხოლო 5 დეკემბერს დეიმონ ჯექსონთან იმარჯვა.

შეგახსენებთ,რომ ახალი წლების პერიოდში ილია თოფურია თბილისში იმყოფებოდა და Crystalsport-ის გუნდმა მებრძოლი ექკსლუზიურად ჩაწერა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები