შეცდომა,რის გამოც ჰოლანდი
Aa
Aa

შეცდომა,რის გამოც ჰოლანდი "იუნაიტედელი" ვერ გახდა

ერლინგ ჰოლანდი - ყველაზე მოთხვნადი ცენტრალური თავდამხსმელი. მის სანაცვლოდ „ბარსელონა“ მზად არის გრიზმანი,დემბელე და კოუტინიო გაყიდოს. „იუნაიტედში“ კი მიაჩნიათ,რომ ნორვეგიელი ფეხბურთელი მრავალწლიანი პროექტია და რიო ფერდინანდი მოუწოდებს კლუბის მესვეურებს,რომ ჰოლანდი შეიძინონ.

დიდი ალბათობით ზაფხულში „დორტმუნდი“ ნორვეგიელში 150 მილიონ ევროს მოითხოვს. არადა სამი წლის წინ მანჩესტერელებს შეეძლოთ ის 50-ჯერ ნაკლები თანხით ეყიდათ.

„Mirror”-ის ინფორმაციით 2018 წლის ზაფხულში „წითელი ეშმაკები“ ნორვეგიელით დაინტერესდნენ. ჰოლანდი იმ მომენტისთვის 18 წლის იყო და „მიოლდეს“ ძირითად შემადგენლობაში 16 შეხვედრაში 9 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა შესრულებული. 

მაშნდელმა „მიოლდეს“ მწვრთნელმა ოლე გუნერ სულშერმა „მანჩესტერ იუნაიტედს“ რეკომენდაცია გაუწია და უთხრა,რომ ფორვარდს დაკვირვებოდნენ.

გაკვირევებული ვარ,რომ აქამდე ინგლისურმა კლუბებმა,როგორ არ მიაქციეს ყურადღება ჰოლანდს. ის ხომ ბრიტანული ფეხბურთის ტიპიური ფორვარდია. მას არ აინტერესებს ვის წინააღმდეგ თამაშობს. ესენი თანატოლები არიან თუ გამოცდილი ფეხბურთელები“ - განაცხადა ბრაინ კინგმა,რომელიც 2017 წლამდე სკანდინავიურ ქვეყნებში „ეერტონის“ სკაუტი იყო.

მანჩეტსერელებმა სულშერს დაუჯერეს და ჰოლანდის სტატისტიკითაც კმაყოფილები იყვნენ. „წითელი ეშმაკები“ ნორვეგიელის აგენტს 3 მილიონ ფუნტზე შეუთანხმდნენ, მაგრამ მანდ მთავარი შეცდომა მოხდა.

მოლაპარაკებები უნდა გამართულიყო დილის 9 საათზე. ვინაიდან ინგლისსა და ნორვეგიას შორის ერთი საათი იყო განსხვავება,ინგლისელებმა დაგვიანებით დარეკეს და ჰოლანდის აგენტმა მინო რაიოლამ,მათ უთხრა,რომ „წითელი ეშმაკების“ წარმომადგენელები 9 საათზე არ გამოცხადნენ. ფეხბურთელმა კი იგივე პირობებით ხელშეკრულება „ზალხბურგთან“ გააფორმა.

აღსანიშნავია,რომ მოლაპარაკებებს მართავდა „მანჩესტერის“ ახალი სპორტული დრექტორი ჯონ მეტრო,რომელიც იმ პერიოდში ახლგაზრდა ფეხბურთელებზე მუშაობდა. სწორედ მას უნდა დაერეკა სოლბაკენისთვის და რაიოლასთვის.

თუ ზაფხულში „უინაიტედი“ გადაწყვეტს ჰოლანდს შეძენას, მეტრომ უნდა გაითვალისწინოს, რომ ინგლისსა და გერმანიას შორისაც 1 საათია განხვავება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები