ჰატაკიკომი - ტოჩინოშინის დამაჯერებელი გამარჯვება
Aa
Aa

ჰატაკიკომი - ტოჩინოშინის დამაჯერებელი გამარჯვება

„ჰარუ ბაშოს“ მე-11 დღეს ლევან გორგაძე მე-11 მაეგაშირა ჩიოტაირიუს დაუპირისპირდა და ჰატაკიკომის ილეთით დაამარცხა.

ტოჩინოშინმა ბრძოლა აქტიური ცუპარებით დაიწყო და მეტოქე ილეთზე სწორ მომენტში წამოაგო, რის შემდეგაც მისი დოჰიოზე დაგდება არ გასჭირვებია.

ლევანი ჩიოტაირიუს დღევანდელ დღემდე ჯამში 11-ჯერ დაუპირისპირდა და მისი დამარცხება 8-ჯერ შეძლო.

ტურნირის მე-12 დღეს გორგაძის მეტოქე პირველი მაეგაშირა ტაკარაფუჯი იქნება, რომელიც მიმდინარე ბაშოზე ერთ-ერთი ყველაზე სუსტი რიკიში გახლავთ. ქართველი სეკიტორი მას კარიერაში 21-ჯერ შეხვდა, 12-ჯერ დაამარცხა და 9-ჯერ თავად დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინს ამჟამად ბალანსი 4-7-ზე აქვს და დარჩენილი 4 ტურიდან ყველას მოგება სჭირდება, რათა დადებითი ბალანსის გაფორმება შეძლოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები