35:0 - უპრეცედენტო შემთხვევა პაკისტანის ქალთა ფეხბურთში
Aa
Aa

35:0 - უპრეცედენტო შემთხვევა პაკისტანის ქალთა ფეხბურთში

პაკისტანის ქალთა ნაციონალურ ლიგაში უპრეცედენტო შემთხვევა დაფიქსირდა. "მაშა იუნაიტედმა" "კარაჩი" 35:0 დაამარცხა. ამხელა სხვაობით პაკისტანის ქალთა ფეხბურთის ისტორიაში არცერთ გუნდს არ გაუმარჯვია.

მასპინძელთა მხრიდან ყველაზე მეტი 16 გოლი ანიტამ გაიტანა. 10-ჯერ კარის აღება სარი ლუმბუმ შეძლო. დუბლი გაიფორმეს ანჟილა ტუმბაპომ, სამროზ სამრინმა და ხიტა რინამ. ჰეთ-თრიკი კი არიბამ მიითვალა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს მატჩი განმეორებითი იყო და "მაშა იუნაიტედმა" იგივე მეტოქე პირველ შეხვედრაში 15:0 დაამარცხა. ორი მატჩის ჯამში კი 50 გოლი გავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები