მბაპე თუ ჰოლანდი? - სუარესმა საუკეთესო დაასახელა
Aa
Aa

მბაპე თუ ჰოლანდი? - სუარესმა საუკეთესო დაასახელა

ურუგვაის ნაკრებისა და მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელმა ლუის სუარესმა MARCA-სთან საუბრისას მბაპეს და ერლინგ ჰოლანდს შორის არჩევანი გააკეთა.

"ჰოლანდი საოცარი ფეხბურთელია! ის შესანიშნავად თამაშობს და მაღალ დონეზე იმყოფება. მას წარმოუდგენელი ფიზიკური ძალა აქვს. ერლინგი მსოფლიოს გამორჩეული თავდამსხმელია, რომელიც საკუთარ ეპოქას შექმნის."

კითხვაზე, თუ რას ფიქრობდა ლუისი კილიან მბაპეზე, ურუგვაელმა უპასუხა: "მბაპეც უმაღლესი დონის ფეხბურთელია, მაგრამ მე მცირე უპირატესობას მაინც ნორვეგიელს მივანიჭებ." 

შეგახსენებთ, რომ ლუის სუარესი ფეხბურთის ისტორიაში 51-ე მოთამაშეა, რომელმაც პროფესიონალურ კარიერაში 500 გოლი გაიტანა. „ელ პისტოლერომ“ საიუბილეო ბურთი „ალავესთან“ მატჩისას შეაგდო.

ურუგვაელმა ფორვარდმა კირან ტრიპიერის გადაცემა გამოიყენა და ბასკური კლუბის კარი თავური დარტყმით აიღო. ეს შეხვედრის 54-ე წუთზე მოხდა და მადრიდულმა გრანდმა 1:0 გაიმარჯვა.

სუარესმა კონკრეტულად „ატლეტიკოს“ მაისურით მე-19 გოლი გაიტანა, 12 ურუგვაული „ნასიონალის“ რიგებში აქვს გატანილი, 15 – „გრონინგენის“, 63 - ურუგვაის ნაკრების, 82 – „ლივერპულის“, 111 – „აიაქსის“, ხოლო 198 „ბარსელონას“ ფეხბურთელობისას შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები