გრიგოლ ჩაბრაძე:
Aa
Aa

გრიგოლ ჩაბრაძე: "ემოციების შეკავება ცოტა გამიჭირდა"

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 25 მარტს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის სკავალიფიკაციო ეტაპს იწყებს. წლის სადებიუტო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელები სტუმრად შვედეთში გამართავენ, სადაც ახალი მთავარი მწვრთნელის - ვილი სანიოლის დებიუტი შედგება.

ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში რამდენიმე დებიუტანტია. მათ შორისაა  ბათუმის დინამოს 24 წლის მარჯვენა მცველი  გრიგოლ ჩაბრაძე 

ეროვნულ ნაკრებში მიწვევის შესახებ როდესაც გავიგე, ემოციების შეკავება ცოტა გამიჭირდა. ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ბედნიერი მომენტი იყო. ამაყი ვარ და ამავდროულად დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, მჯერა რომ გულშემატკივარს ბევრჯერ გავახარებთ” - გრიგოლ ჩაბრაძე

შვედეთის შემდეგ საქართველოს ნაკრები თბილისში, 28 მარტს, ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს, საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში, 31 მარტს კი სტუმრად საბერძნეთს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები