მსოფიო ჩემპიონატი - მოციგურავეები ოლიმპიური ლიცენზიისთვის იბრძოლებენ
Aa
Aa

მსოფიო ჩემპიონატი - მოციგურავეები ოლიმპიური ლიცენზიისთვის იბრძოლებენ

შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში სტარტს აიღებს მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში, რომლის სამ კატეგორიაში ( ერთეული ვაჟები, ქალები და სპორტული წყვილები) იასპარეზებენ ქართველი მოციგურავეები და დაიცავენ ჩვენი ქვეყნის ღირსებას 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიების მოსაპოვებლად.

კიდევ ერთხელ გაგაცნობთ ქართველ მოციგურავეთა შემადგენლობას მსოფლიო ჩემპიონატზე:

1 . მორის ყვითელაშვილი (26 წლის)

მწვრთნელები: ეთერ თუთბერიძე, სერგეი დუდაკოვი, ქორეოგრაფი: დანიილ გლეიხენგაუზი.

მორისი საქართველოს სახელით ასპარეზობს 2016-2017 წლის სპორტული სეზონიდან. მისი საუკეთესო მაჩვენებელია 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე - 163,94 ქულა.

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში , მამაკაცთა კატეგორიაში ,პირველად, გრან-პრის 2019-2020 და 2020-2021 სპორტული სეზონების ვერცხლის მედლების მფლობელი და 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი.

  1. ალინა ურუშაძე (17 წლის)

მწვრთნელი: სვეტალანა სოკოლოვსკაია, ქორეოგრაფი ვიტალი ბუტიკოვი

ალინა საქართველოს სახელით ასპარეზობს 2018-2019 წლის სპორტული სეზონიდან .მისი საუკეთესო სარეიტინგო ქულაა 179,50 ქულა 2020 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც ალინა ლოზანაში მე- 5 ადგილის მფლობელი გახდა.

საუკეთესო შედეგი 2019 წელს რიგისა და თურქეთის საერთაშორისო ტურნირებზე ბრინჯაოსა და ვერცხლის მედლები.

  1. ანასტასია მეტელკინა (16 წლის)-დანიილ პარკმანი

(21წლის)

მწვრთნელი: ვასილი ველიკოვი, ქორეოგრაფი: იური ანონიანი

მეტელკინა- პარკმანის წყვილი 2020 წლის სექტემბრიდან შედგა, როგორც სპორტული წყვილი და 2021 წლის თებერვალში მოპოვებული ტექნიკური ქულების გათვალისწინებით პირველად იასპარეზებს მსოფლიო ჩემპიონატზე.

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი მარიამ გიორგობიანი მშვიდობიანსა და უსაფრთხო მგზავრობას, ღირსეულ მონაწილეობასა და წარმატებულ სპორტულ შედეგებს უსურვებს ქართველ მოციგურავეებს წლის ყველაზე მნიშვნელოვან სტარტზე - 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირის სტატუსის მქონე 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები