Aa
Aa

თავის გუნდში საუკეთესო იყო - შენგელიამ ბრწყინვალედ ითამაშა და ცსკა-ს მოაგებინა

თორნიკე შენგელიას ცსკა VTB გაერთიანებული ლიგის მე-19 ტურში „კალევ/კრამოს“ დაუპირისპირდა და მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა. მოსკოველებმა პირველი ტაიმი 2 ქულით წააგეს, თუმცა მეორე ნახევარში თამაშში გარდატეხა შეიტანეს და 94-72 იმარჯვეს.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და ცსკა-ს რიგებში საუკეთესო იყო. თოკომ 18 ქულა, 2 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. შენგელიამ 8-დან 4 ორქულიანი, 2-დან 2 სამქულიანი და 8-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, ბურთი ამდენჯერვე დაკარგა და მის წინააღმდეგ 6-ჯერ დაჯარიმდნენ.

ქართველი კალათბურთელის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 13-ს უწია და ამ მაჩვენებლით იგი მხოლოდ ფოიტმანს, ანტონოვსა და ლუნდბერგს ჩამორჩა, თუმცა აღსანიშნავია, რომ 15-ზე მაღალი არცერთ მათგანს ჰქონია.

ცნობისთვის, შენგელიას გუნდს 14 მოგება და 5 მარცხი აქვს და ამ ტურნირზე მომდევნო მატჩს 27 მარტს გამართავს. „არმიელები“ საკუთარ კედლებში ყაზანის „უნიქსს“ დაუხვდებიან, რომელიც სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები