მე-6 მარცხი - ტოჩინოშინის შანსები სულ უფრო მცირდება
Aa
Aa

მე-6 მარცხი - ტოჩინოშინის შანსები სულ უფრო მცირდება

„ჰარუ ბაშოს“ მე-9 დღეს, ტოჩინოშინის მეტოქე მე-10 მაეგაშირა რიუდენი იყო, რომელთანაც იორიკირის ილეთით დამარცხდა.

თავდაპირველად თანაბარი ბრძოლა ვიხილეთ, თუმცა რიუდენმა საბოლოოდ გადაძალა და კუთხესთან მიმწყვდეული ტოჩინოშინი დოჰიოდან გაიყვანა.

რიუდენისა და ტოჩინოშინის გზები დღევანდლამდე 5-ჯერ გადაიკვეთა. 2-ჯერ ქართველმა მოიგო, 3-ჯერ კი დამარცხდა.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ მუხლის ტრავმით მოასპარეზე ლევან გორგაძეს დოჰიოზე ძალიან მცირე შანსი აქვს, რომელიც ყოველ მომდევნო ტურნირზე სულ უფრო მცირდება.

მე-10 დღეს გორგაძის მეტოქე მე-12 მაეგაშირა აკისეიამა იქნება, რომელსაც სულ ერთჯერ შეხვდა და დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები