Aa
Aa

ნაპოლის ისტორიაში მე-3 - მერტენსმა ჩემპიონატში მე-100 გოლი გაიტანა

დრის მერტენსი იტალიის ჩემპიონატის 28-ე ტურის ცენტრალურ მატჩში „რომას“ გაუტანა, რითაც „ნაპოლის“ ისტორიაში მნიშვნელოვანი სტატისტიკური შედეგიც დააფიქსირა.

ნეაპოლიტანელთა შემტევმა კლუბის მაისურით ჩემპიონატში მე-100 გოლი გაიტანა და „ნაპოლის“ მხოლოდ მე-3 ფეხბურთელია, რომელმაც ეს მოახერხა. აქამდე სერია A-ში 102-ჯერ ანტონიო ვოიაკმა და 100-ჯერ მარეკ ჰამშიკმა შეაგდეს.

ხაზი გავუსვათ იმასაც, რომ მერტენსი რამდენიმე თვეა „ნაპოლის“ ყველა დროის ბომბარდირი გახლავთ. მან მარეკ ჰამშიკის რეკორდი გააუმჯობესა და ახლა აქტივში უკვე 133 შედეგიანი დარტყმა აქვს.

მერტენსის გუნდმა „რომასთან“ სტუმრად 2:0 გაიმარჯვა და სერია A-ს ოთხეულისთვის ბრძოლას აგრძელებს. სამხრეთელთა მონაგარი 53 ქულას შეადგენს, თუმცა მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული და პოტენციურად მე-3 პოზიციაზე არიან. გუნდი შემდეგ ტურში ბოლოადგილოსან „კროტონეს“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები