94-ე წუთზე გაათანაბრა - სევილიას მეკარის გმირობა
Aa
Aa

94-ე წუთზე გაათანაბრა - სევილიას მეკარის გმირობა

ლა ლიგის მორიგ ტურში "სევილია" "ვალიადოლიდს" ესტუმრა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. მასპინძლებმა ანგარიში 44-ე წუთზე გახსნეს. ორელიანამ პენალტი ზუსტად შეასრულა და ეს ანგარიში მატჩის ბოლომდე ფიქსირდებოდა.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში "ვალიადოლიდის" კართან კუთხური დაინიშნა. საჯარიმოში ანდალუსიელთა კიპერი ბონო ჩავიდა. "სევილიამ" კუთხური ცუდად ჩააწოდა, თავით ბურთის დარტყმა ვერავინ შეძლო, თუმცა საჯარიმოში არეულობა მოხდა.

ამ ყველაფრით ბონომ ისარგებლა. მარცხენა ფეხით, უძლიერესი დარტყმით ბურთი კარისკენ გადაგზავნა და შესანიშნავი გოლი გაიტანა. ბონო "სევილიას" გმირად მოევლინა და 1 ქულა მოუტანა.

ამ ტურის შემდეგ ლოპეტეგის გუნდს 55 ქულა აქვს და მე-4 ადგილზე იმყოფება. მიმდინარე სეზონში "სევილია" რაღაც პერიოდის მანძილზე ჩემპიონობისთვის იბრძოდა, მაგრამ მცირე ჩავარდნის შემდეგ ახლა მათი მთავარი საზრუნავი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაა. მომდევნო მატჩს "სევილია" 4 აპრილს შინ მადრიდის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები