Aa
Aa

"მანჩესტერი" 47 მილიონიან ტრანსფერს ამზადებს!

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს, საკუთარი გუნდის დაცვის ხაზის გაძლიერება, იტალიური "რომას" ბერძენი ფეხბურთელით, კოსტას მანოლასით სურს.

"The Sun"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინგლისელები მზად არიან, რომ 25 წლის ფლანგის მცველში "რომას" 47.6 მილიონი გირვანქა სტერლინგი შესთავაზონ. მოლაპარაკებები კი, სავარაუდოდ უახლოეს დღეებში დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ კოსტას მანოლასი "რომაში" 2014 წელს, "ოლიმპიაკოსიდან" გადავიდა. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა 16 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 1 გოლისა და 1 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები