შერმადინმა 14 ქულა ჩააგდო - ტენერიფეს გამარჯვება დაძაბულ მატჩში
Aa
Aa

შერმადინმა 14 ქულა ჩააგდო - ტენერიფეს გამარჯვება დაძაბულ მატჩში

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 26-ე ტურში გიორგი შერმადინის ''ტენერიფემ'' ''მურსია'' 85:78 დაამარცხა. პირველი პერიოდი ''მურსიას'' გამარჯვებით დასრულდა, თუმცა ქართველი ცენტრის გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში ვითარება შეცვალა და 7-ქულიანი უპირატესობით გაიმარჯვა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა მოედანზე 24 წუთი და 34 წამი გაატარა. მის ანგარიშზე  14 ქულა, 2 მოხსნა და 1 დაფარებაა. მან 8-დან 5 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.

''მურსიასთან'' გამართული მატჩიდან გამომდინარე შერმადინის ეფექტურობის კოეფიციენტია 19 და ამ მხრივ ქართველი მეორე ადგილზე გავიდა, პირველ პოზიციაზე გასული უერტასის ეფექტურობის კოეფიციენტმა 27 შეადგინა.

''ტენერიფემ'' ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 24-დან 19 მატჩი გამარჯვებით დაასრულა და მესამე ადგილს იკავებს. შერმადინის გუნდი შემდეგ ტურში, 28 მარტს, საკუთარ დარბაზში ''ვალენსიას'' დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები