მე-5 მარცხი - ტოჩინოშინის ამოცანა რთულდება
Aa
Aa

მე-5 მარცხი - ტოჩინოშინის ამოცანა რთულდება

„ჰარუ ბაშოს“ მე-8 დღეს ლევან გორგაძის მეტოქე მე-10 მაეგაშირა მიდორიფუჯი იყო, რომელსაც კარიერაში პირველად შეხვდა და ჰიკიოტოშის ილეთით დამარცხდა.

ტოჩინოშინმა ბრძოლა არადამაჯერებლად დაიწყო და როგორც ამ ბაშოზე ხშირად ხდება ხოლმე, ამჯერადაც წონასწორობა საკმაოდ მარტივად დაკარგა, რაც დოჰიოზე დაცემით დასრულდა.

მიდორიფუჯი საკმაოდ სუსტი სუმოტორია და მიმდინარე ტურნირზე ამ ბრძოლამდე ბალანსი 2:5-ზე ჰქონდა.

ტურინირის მე-9 დღეს გორგაძე ასევე მე-10 მაეგაშირა რიუდენს დაუპირისპირდება, რომელსაც სულ 5-ჯერ შეხვდა - 2-ჯერ მოუგო და 3-ჯერ დამარცხდა.

ამ მომენტისთვის ტოჩინოშინის მოგება-წაგებათა ბალანსი 3:5-ზე აქვს. ლევანს დარჩენილი 7 ტურიდან 5-ის მოგება სჭირდება, რომ დადებითი ბალანსი გაიფორმოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები