არის - უმძიმეს ბრძოლში დამარცხებული რუსი და გობაძე ოლიმპიადაზეა!
Aa
Aa

არის - უმძიმეს ბრძოლში დამარცხებული რუსი და გობაძე ოლიმპიადაზეა!

ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირის ნახევარფინალში 87 კგ კატეგორიაში ქართველი ფალავანი ლაშა გობაძე რუს მილად ალირზაევს დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში 9:5 დაამარცხა. 

ბრძოლა აქტიურად რუსმა დაიწყო და პირველი ნახევარი ძალზედ წარმატებით ჩაატარა. ლაშას ძალიან უჭირდა, თუმცა თავდადებით, მონდომებით და ბოლომდე ბრძოლით მეტოქეს რამდენიმე ეფექტური ილეთი გაუკეთა და გაიმარჯვა. შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე ორივე ფალავანს ენერგია გამოცლილი ჰქონდა და გადაადგილებაც კი უჭირდათ.

ლაშა გობაძე ამ გამარჯვებით საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში გავიდა და ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის უფლება მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები