წონასწორობა დაკარგა - ტოჩინოშინის მე-4 მარცხი
Aa
Aa

წონასწორობა დაკარგა - ტოჩინოშინის მე-4 მარცხი

„ჰარუ ბაშოს“ მე-7 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-7 მაეგაშირა ენდო იყო, რომელთანაც შიტატედეშინაგეს ილეთით დამარხდა.

ლევანის პირველი კონტაქტი მძლავრი იყო და ენდომ მისი აცილება სცადა, რადგან ძალაში სხვაობა აშკარა გახლდათ. საბოლოოდ, გორგაძემ ბრძოლა აქტიურად და მაღალ ტემპში განაგრძო, მაგრამ წინ ზედმეტად გადაიხარა, წონასწორობა დაკარგა, რითიც მეტოქემ კარგად ისარგებლა.

ტოჩინოშინი ენდოს დღევანდელ დღემდე 15-ჯერ შეხვდა და მისი დამარცხება 9-ჯერ შეძლო.

გორგაძის ანგარიშზე ამ მომენტისთვის 3 მოგება და 4 მარცხია.

მე-8 დღეს ლევან გორგაძე მე-10 მაეგაშირა მიდორიფუჯის დაუპირისპირდება, რომელსაც აქამდე დოჰიოზე არასდროს შეხვედრია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები