მეტოქე არ გამოცხადდა - კენჭაძემ ბუდაპეშტის ტურნირი მოიგო
Aa
Aa

მეტოქე არ გამოცხადდა - კენჭაძემ ბუდაპეშტის ტურნირი მოიგო

ქართველი ფალავანი, ავთანდილ კენჭაძე ბუდაპეშტში მიმდინარე ტურნირის გამარჯვებული გახდა. 74 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალში კენჭაძე ჰაჯიმურად გაჯიევს უნდა შეხვედროდა, მაგრამ აზერბაიჯანელი მოჭიდავე არ გამოცხადდა და ჩვენებური ჩემპიონი ავტომატურად გახდა.

გუშინ, კენჭაძემ ნახევარფინალში ბულგარეთის სახელით მოასპარეზე ალი უმარპაშაევი დაამარცხა, მანამდე კი სამი ბრძოლა გამართა და უკრაინელი პავლოვი 14-4, სომეხი ალიხანიანი 10-2 და ბერძენი კოუგიომციდისი 14-9 დაამარცხა.

ბრინჯაოს მედალს დაეუფლა ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65 კგ), მისმა დამმარცხებელმა სომეხმა ვაზგენ ტევანიანმა ჯერ ნახევარფინალში პოლონეთის წარმომადგენელ გაჯიევის მოუგო ფინალში კი აზერბაიჯანელების სამგზის მსოფლიოს ჩემპიონი ჰაჯი ალიევი 9-0 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, ამავე ტურნირზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაერთვებიან და ოლიმპიური ლიცენზიის მოსაპოვებლად იჭიდავებენ. საქართველოს ღირსებას ირაკლი ძიმისტარიშვილი (60 კგ.); რამაზ ზოიძე (67 კგ.); გელა ბოლქვაძე (77 კგ.) ლაშა გობაძე (87 კგ.) დაიცავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები