ევროპა ლიგის წილისყრა - 1/4 ფინალური წყვილები ცნობილია!
Aa
Aa

ევროპა ლიგის წილისყრა - 1/4 ფინალური წყვილები ცნობილია!

შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფა-ს შტაბ-ბინაში ევროპა ლიგის 1/4 ფინალური და 1/2 ფინალური ეტაპების წილისყრა გაიმართა.

პროტოკოლის თანახმად, ევროპა ლიგის ამ ეტაპზე უკვე აღარაა განთესვა და არც - ერთი ქვეყნების გუნდების შესაძლო დაპირისპირების შეზღუდვა. წილისყრის შედეგად, გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

დღესვე გაირკვა ის, თუ რომელი წყვილის გამარჯვებულები შეხვდებიან ერთმანეთს 1/2 ფინალურ ეტაპზე. "გრანადა"-"მანჩესტერ იუნაიტედის" წყვილში უკეთესი "აიაქსი"-"რომას" წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება, "დინამო ზაგრები"-"ვილიარეალს" შორის მომგები კი - "არსენალისა" და "სლავიას" შორის გამარჯვებულს.

წყვილში პირველი დასახელებული გუნდები პირველ თამაშს საკუთარ არენაზე გამართავენ. 1/4 ფინალური ეტაპის პირველი მატჩები - 8 აპრილს, ხოლო განმეორებითი შეხვედრები 15 აპრილს ჩატარდება.

ევროპა ლიგის წლევანდელი გათამაშების ფინალი პოლონეთის ქალაქ გდანსკში, 26 მაისსაა ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები