ავსტრალიის ღია პირველობას ლისიცკიც დააკლდება
Aa
Aa

ავსტრალიის ღია პირველობას ლისიცკიც დააკლდება

ავსტრალიის ღია პირველობიდან განაცხადი კიდევ ორმა ჩოგბურთელმა გამოიტანა. "დიდი სლემის" პირველ ტურნირს სხვებთან ერთად, გერმანელი საბინ ლისიცკი და ამერიკელი კეტრინ ბეილისიც გამოტოვებენ.

ლისიცკის მხარის ტრავმა აწუხებს, ამერიკელს კი ბარძაყი აქვს დაზიანებული. უკვე ცნობილია, რომ ბეილისის ადგილს ძირითად ბადეში ესტონელი ანეტ კონტავეიტი დაიკავებს.

უფრო ადრე, ავსტრალიაში თამაშზე უარი თქვეს: მედისონ კისმა, პეტრა კვიტოვამ, ვიქტორია აზარენკამ და ანა-ლენა ფრიდსამმა.

რაც შეეხება კაცების ბადეს, გუშინ გაირკვა, რომ მელბურნში არ მიემგზავრება სამხრეთ აფრიკელი კევინ ანდერსონი. მას ბარძაყის ქრონიკული ტრავმა აქვს, რის გამოც შარშან მხოლოდ 40 მატჩი ჩაატარა. 

შეგახსენებთ, რომ კევინის გარდა, მამაკაცთა ბადეს დააკლდებიან ხუან მარტინ დელ პოტრო, ხუან მონაკო, სერგეი სტახოვსკი და რიკარდას ბერანკისი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები