ოკურიდაში - იშვიათი ილეთი და ტოჩინოშინის დასანანი მარცხი
Aa
Aa

ოკურიდაში - იშვიათი ილეთი და ტოჩინოშინის დასანანი მარცხი

„ჰარუ ბაშოს“ მე-6 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-8 მაეგაშირა ტობიძარუ გახლდათ. ზედიზედ სამი გამარჯვების შემდეგ ქართველი სუმოისტი დამარცხდა, შეხვედრის დასაწყისში ტობიძარუმ ტოჩინოშინი მავაშამდე არ მიუშვა, შემდეგ კი ლევან გორგაძემ საკმაოდ რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. საბოლოოდ, ტობიძარუმ ოკურიდაშის ილეთით გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ ''ჰარუ ბაშოზე'' ოკურიდაშის ილეთი საკმაოდ იშვიათად ფიქსირდება.

ტოჩინოშინი ტობიძარუს კარიერაში პირველად დაუპირისპირდა.


''ჰარუ ბაშოს“ მე-7 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მეხუთე მაეგაშირა ენდო იქნება.

6 შეხვედრის შემდეგ ტოჩინოშინის ბალანსი თანაბარია, მან 3 გამარჯვება მოიპოვა და ასევე სამ შეხვედრაში დამარცხდა.

შეგახსენებთ, მიმდინარე ''ჰარუ ბაშოს'' დაწყებამდე იაპონიის სუმოს ასოციაციამ განახლებული ბანძუკე გამოაქვეყნა და მარტის ბაშოს წინ სუმოტორების რეიტინგი შემოგვთავაზა.

ქართველმა სეკიტორმა ლევან გორგაძემ იანვრის სუპერტურნირზე უარყოფითი ბალანსი დააფიქსირა და როგორც მოსალოდნელი იყო, რამდენიმე საფეხურით დაქვეითდა. ტოჩინოშინი, რომელმაც გასული ბაშო აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირას რანგში ჩაამთავრა და 15 ბრძოლიდან 4 მოიგო, „ჰარუ ბაშოზე“ აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები