კალაშნიკოვა რუსეთში ბრწყინავს - ქართველი წყვილთა თანრიგის ნახევარფინალშია!
Aa
Aa

კალაშნიკოვა რუსეთში ბრწყინავს - ქართველი წყვილთა თანრიგის ნახევარფინალშია!

ოქსანა კალაშნიკოვა და ალა კუდრიავცევა რუსეთში მიმდინარე WTA-ს ტურნირის LADIES TROPHY-ს ნახევარფინალში გავიდნენ.

ქართულ-რუსულმა დუეტმა უმძიმეს ბრძოლაში მაროზოვა სასნოვიჩის წყვილი 4:6 7:5 16:14 დაამარცხა. ოქსანა მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურობდა, რაც საბოლოო შედეგზე აისახა. გადამწყვეტი ქულა სწორედ 30 წლის ქართველმა მოიპოვა.

ნახევარფინალში კალაშნიკოვა და კუდრიავცევა კატილინ კრისტიანის და საბრინა სანტამარიას ამერიკულ დუეტს დაუპირისპირდებიან. ცნობისთვის, ამერიკელები მიმდინარე ტურნირზე მე-2 ნომრად არიან განთესილები.

შეგახსენებთ, რომ ოქსანა კალაშნიკოვას WTA-ს ტურში წყვილთა თანრიგში 4 ტურნირი აქვს მოგებული. ამ გამარჯვებებით კი 30 წლის ჩოგბურთელმა 900 000 დოლარი გამოიმუშავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები