ვან ბასტენი:
Aa
Aa

ვან ბასტენი: "1990 წელს ნაპოლის ჩემპიონობა ზედა ეშელონებში გადაწყდა"

"მილანის" ლეგენდარული ყოფილი ფეხბურთელი მარკო ვან ბასტენი იტალიის ფეხბურთის ფედერაციას ადანაშაულებს. ნიდერლანდელის თქმით, 1990 წელს მათ "ნაპოლის" და მარადონას სერია ა-ს მოგებაში ხელი შეუწყვეს.

"მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ "ნაპოლის" ტიტული მოეგო. ახალი წესების თანახმად მოქმედ და ახალ ჩემპიონს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში შეეძლოთ. ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი მოგებული გვქონდა და ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ჩვენ სკუდეტო არ მოგვეგო. ამის გამო ევროპულ სარბიელზე კიდევ ორი იტალიური გუნდი გავიდა.

"ატალანტასა" და "ნაპოლის" მატჩში ალემაოს ეპიზოდი სრული აბსურდი იყო. ნეაპოლელებს, რომ სკუდეტო უნდა მოეგოთ ზედა ეშელონებში გადაწყდა."

გეტყვით, რომ 1990 წელს, სერია ა-ში "მილანი" "ბოლონიას" უპირისპირდებოდა, ხოლო, როგორც უკვე მოგახსენეთ "ნაპოლი" სტუმრად ბერგამოში "ატალანტას" ეთამაშებოდა. ორივე შეხვედრა ფრედ დასრულდა და "როსონერი" "ნაპოლის" 1 ქულით უსწრებდა.

ბერგამოში მატჩისას ალემაოს ტრიბუნიდან მონეტა ესროლეს, რომელიც თავში მოხვდა. ბრაზილიელი ფეხბურთელი ძირს დაეცა და თავს იტკიებდა. საბოლოოდ ის საკაცით საავადმყოფოში წაიყვანეს. ამის გამო ნეაპოლელებმა "ატალანტას" უჩივლეს. სპორტულმა საბჭომ გულშემატკივრის საქციელი დაგმო და ბერგამოელებს წაგება 0:2 ჩაუთვალა. აქედან გამომდინარე "პარტენოპეის" სატურნირო ცხრილში 3 ქულა ჩაეწერა და "მილანს" გადაასწრო. სწორედ ამ ფაქტს იხსენებს ვან ბასტენი.

ამჟამად "ნაპოლის" და მის კონკურენტებს მყარი ურთიერთობა აქვთ. ვან ბასტენის ეს კომენტარი კი იტალიაში დიდ არეულობას გამოიწვევს. შეგახსენებთ, რომ მარკო "მილანის" შემადგენლობაში 1987 წლიდან 1995 წლის ჩათვლით თამაშობდა. ამ პერიოდის განმავლობაში ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა 201 მატჩი ჩაატარა და 125 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები