Aa
Aa

"ძალიან დიდი ჰემატომა აქვს" - ხაცკევიჩმა დავითაშვილზე ისაუბრა

რუსეთის პრემიერ ლიგის 23-ე ტურის შეხვედრაში ზურიკო დავითაშვილი ტრავმამ შეაწუხა და მოედნის დატოვება მოუწია. აღნიშნულ მატჩში „როტორმა“ საკუთარ კედლებში „როსტოვთან" 0:4 წააგო და დაპირისპირების შემდეგ ვოლგოგრადელების მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდრ ხაცკევიჩმა ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა.

ზურიკოს ტრავმამ ჩვენზე ძალიან იმოქმედა. ის მატჩის მიმდინარეობისას ბევრ სახიფათო მომენტებს ქმნის. ჯერჯერობით უცნობია თუ როდის გამოჯანმრთელდება ქართველი ფეხბურთელი. „როსტოვთან“ შეხვედრის წინ დავითაშვილმა გამაყუჩებელი გაიკეთა და მოედანზე ისე გავიდა. სამწუხაროდ მას ტკივილები არ შეუჩერდა და შეცვლა მოითხოვა. მას ტერფში ჯერ კიდევ „ხიმკისთან“ მატჩში მოარტყეს და ძალიან დიდი ჰემატომა აქვს. 23 მარტს ზურიკოს ექიმი შეამოწმებს და შემდეგ გადავწყვეტ რას ვიზამთ“ - განაცხადა ხაცკევიჩმა

შეგახსენებთ, რომ გუშინ რამაზ სვანაძემ ზურიკო დავითაშვილი 21 წლამდე ნაკრებში გამოიძახა, რომელიც ევრო 2023-ისთვის მზადების პროცესს იწყებს. პირველ ამხანაგურ შეხვედრაში ახალგაზრდული ნაკრები ბელარუსს დაუპირისპირდება. მატჩი 29 მარტს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 16:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები