ჰარუ ბაშო: ტოჩინოშინის ზედიზედ მე-3 გამარჯვება!
Aa
Aa

ჰარუ ბაშო: ტოჩინოშინის ზედიზედ მე-3 გამარჯვება!

„ჰარუ ბაშოს“ მე-5 დღეს, ტოჩინოშინის მეტოქე მე-5 მაეგაშირა ოკინოუმი იყო, რომელიც იორიკირის ილეთით დაამარცხა.

ბრძოლა ორივემ აქტიურად დაიწყო და საწყის ეტაპზე თანაბრად მიმდინარეობდა, თუმცა ტოჩინოშინის ორმაგმა მავაშმა ყველაფერი დაასრულა და გორგაძემ მეტოქე დოჰიოდან გაიყვანა.

ლევანი ოკინოუმის კარიერაში დღევანდელ დღემდე ჯამში 17-ჯერ დაუპირისპირდა. 9-ჯერ მოუგო, ხოლო 8-ჯერ დამარცხდა.

ეს იყო ქართველი რიკიშის ზედიზედ მე-3 გამარჯვება საწყისი ორი მარცხის შემდეგ.

მე-6 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-8 მაეგაშირა ტობიზარუ იქნება, რომელსაც დოჰიოზე არასდროს შეხვედრია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები