ლიდერები დაბრუნდნენ - მანჩესტერის შანსი მილანთან გაიზარდა!
Aa
Aa

ლიდერები დაბრუნდნენ - მანჩესტერის შანსი მილანთან გაიზარდა!

მიმდინარე სეზონში ტრავმების პრობლემა უკლებლივ ყველა გუნდს აწუხებს, რადგნა კლუბებს კვირაში 2-3 თამაშის გამართვა უწევთ. ეს კი ფეხბურთელებზე ცუდად მოქმედებს. დიდ ფიზიკურ დატვირთვას იღებენ და ხშირად იტრავმებიან. გამონაკლისი არც "მანჩესტერ იუნაიტედია", რომელიც ევროპის ლიგის მერვედფინალურ განმეორებით მატჩში "მილანს" უნდა ესტუმროს.

პირველ შეხვედრაში კლუბს დე ხეა, კავანი, პოგბა, ფილ ჯონსი, ვან დე ბეეკი, რაშფორდი და ხუან მატა აკლდა. არც "მილანი" იყო სახარბიელო სიტუაციაში, რომელსაც იბრაჰიმოვიჩი, მანჯუკიჩი, ჩალჰანოღლუ, რებიჩი და ბენასერი არ ჰყავდა.

სპორტული გამოცემა GOAL იუწყება, რომ ოლე გუნარ სულშერს სამი ლიდერი - დე ხეა, პოგბა და კავანი დაუბრუნდა. პირველი შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა და "როსონერის" მეტოქის სტადიონზე გატანილი გოლის უპირატესობა აქვს.

ხსენებული ფეხბურთელების დაბრუნება კი "წითელ ეშმაკების" შანსებს ზრდის. ცნობისთვის, სტეფანო პიოლის გუნდს ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაუბრუნდა და "იუნაიტედთან" მატჩისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების დაპირისპირება ხუთშაბათს, 18 მარტს თბილისის დროით 00:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები