თანამშრომლობის მემორანდუმი - თანამშრომლობა 2009 წლიდან მიმდინარეობს
Aa
Aa

თანამშრომლობის მემორანდუმი - თანამშრომლობა 2009 წლიდან მიმდინარეობს

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტსა და „ავერსს" შორის გრძელდება თანამშრომლობა, რომელსაც 2009 წელს ჩაეყარა საფუძველი

დღეს სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ და ,,ავერსის" კლინიკათა ქსელის გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი ჯორბენაძემ თანამშრომლობის შესახებ ხელიმორიგ მემორანდუმს მოაწერეს.

მემორანდუმის თანახმად, საქველმოქმედო ფონდი ,,ავერსი“ იღებს ვალდებულებას 2021 წლის განმავლობაში საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრებს, პერსპექტიულ სპორტსმენებს და ვეტერან ოლიმპიელებს უფასოდ გაუწიოს სამედიცინო მომსახურება ,,ავერსის“კლინიკათა ქსელში და უზრუნველყოს მკურნალობისთვის საჭირო ყველა მედიკამენტით.

„ავერსის" კლინიკაში მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალს ესწრებოდნენ სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი, გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, საქველმოქმედო ფონდ ,,ავერსის“ დირექტორი ქეთევან ნემსაძე, ოლიმპიური, მსოფლიოს, ევროპის და სხვა საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონ-პრიზიორები.

მემორანდუმის ხელმოწერისას აღინიშნა, რომ ეს არის ძალზე წარმატებული პროექტი, რომლის მეშვეობითაც ასეულობით ვეტერანმა თუ მოქმედმა სპორტსმენმა მიიღო კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები