Crystalbet ეროვნული ლიგა - Covid 19
Aa
Aa

Crystalbet ეროვნული ლიგა - Covid 19 "თელავის" შემადგენლობაში

შაბათს, 20 მარტს თელავში, "კავკასიონი არენაზე" Crystalbet ეროვნული ლიგის მე-5 ტურის მატჩში „თელავს“ თბილისის "დინამოსთვის" უნდა ემასპინძლა, მაგრამ გუნდში შექმნილი ეპიდვითარების გამო თამაში გადაიდო

მატჩი 20-ის ნაცვლად პარასკევს, 26 მარტს "კავკასიონი არენაზე" გაიმართება და 16:00 საათი დაიწყება.

უეფას დებულებით, ნებისმიერი ვითარების მიუხედავად თუ გუნდი მინიმუმ, 11 მოთამაშეს აგროვებს, მატჩი ყოველ მიზეზს გარეშე უნდა ჩატარდეს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოწინააღმდეგე გუნდი თანახმაა თამაშის გადადებაზე ან მოგვიანებით გამართვაზე.

ჩატარებული 4 ტურის შემდეგ Crystalbet ეროვნულ ლიგას 10-10 ქულით გორის „დილა“ და ბათუმის „დინამო“ ლიდერობენ.

რაც შეეხება „თელავს“,გუნდი 5 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფებიან, ხოლო გათამაშების მოქმედი ჩემპიონები 7 ქულით მესამეზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები