კარგი ამბავი - იბრაჰიმოვიჩი მანჩესტერ იუნაიტედთან იქნება!
Aa
Aa

კარგი ამბავი - იბრაჰიმოვიჩი მანჩესტერ იუნაიტედთან იქნება!

იტალიური მედიის ცნობით ლეგენდარულმა შვედმა თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ტრავმა მოიშუშა, ვარჯიშს დაუბრუნდა და ევროპის ლიგის მერვედფინალური განმეორებითი დაპირისპირებისთვის "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ სრულ მზადყოფნაში იქნება. 

39 წლის შვედმა დაზიანება "რომას" წინააღმდეგ მიიღო და მას შემდეგ ბურთთან ერთადაც კი არ უვარჯიშია. ცნობისთვის, "მილანმა" "რომას" 2:1 მოუგო.

Sky Sports იუწყება, რომ დღეს იბრაჰიმოვიჩმა გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა. მისი დაბრუნება კლუბისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ზლატანია "როსონერის" მთავარი ბომბარდირი. მიმდინარე სეზონში იბრამ ყველა ტურნირზე ერთად 21 მატჩი ჩაატარა და 21 გოლი გაიტანა.

რაც შეეხება სერია ა-ს, ვეტერანმა 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 14 გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ "მილანის" და "მანჩესტერ იუნაიტედის" დაპირისპირება 18 მარტს თბილისის დროით 00:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები