Aa
Aa

რეალი VS ატალანტა - მატჩის წინ

სამშაბათს გასამართი მატჩებიდან ინტრიგა უფრო მეტად „რეალისა“ და „ატალანტას“ წყვილში არის შემორჩენილი.

ბერგამოში გამართული მატჩი ყველას ახსოვს. ფრეულერის საკამათო გაძევების შემდეგ, სცენარი მთლიანად შეიცვალა და ზიდანის გუნდს სრული უპირატესობა ჰქონდა, რაც საბოლოოდ მენდის გოლით დაგვირგვინდა და ახლა „სამეფო კლუბს“ კომფორტული ფორა აქვს, თუმცა იტალიელები თავს უშანსოდ არ მიიჩნევენ.

ატალანტას წინასამატჩო მდგომარეობა

„ატალანტამ“ თავისი მატჩი პარასკევს ჩაატარა და „რეალზე“ 1 დღით მეტი დაისვენა. ჯანპიერო გასპერინის გუნდმა შინ „სპეციას“ 3:1 მოუგო და 52 ქულით მე-4 პოზიციაზე აინაცვლა.


ბერგამოელები საკმაოდ კარგ ფორმაში იმყოფებიან და სერია ა-ში ბოლო 7 მატჩიდან 6 მოგება და 1 მარცხი აქვთ.

დანაკლისი

გასპერინის მარჯვენა მცველი ჰატებოერი დააკლდება, რომელმაც წინა მატჩიც გამოტოვა. დისკვალიფიკაციის გამო კი ფროილერიც არ იქნება. სხვა ყველა მოთამაშე მწვრთნელის განკარგულებაში იქნება.

რა თქა გასპერინიმ რეალთან მატჩზე

„ჩვენ მადრიდში გასასეირნებლად არ მივდივართ. დიახ, რთული ანგარიშია და გაგვიჭირდება. პირველ შეხვედრაში „რეალს“ ჩვენი ნამდვილი ძალა ვერ ვუჩვენეთ, რადგან მოედანზე 11-11-ზე არ ვიყავით.

„სპეციასთან“ ამ გამარჯვების შემდეგ კმაყოფილები ვართ და „რეალთან“ მატჩს იმედით ვხვდებით. მეტნაკლებად ჩემი შემადგენლობა გამოკვეთილია, რადგან მხოლოდ 15 ფეხბურთელს შემიძლია დავეყრდნო.

იმედი გვაქვს, რომ მომდევნო ეტაპზე გავალთ. ვამაყობთ იმით, რომ ამ უკომპრომისო ბრძოლაში ვართ ჩაბმულნი“.

რეალის წინასამატჩო მდგომარეობა

ზიდანის გუნდმა თავისი თამაში შაბათს ჩაატარა და „ელჩეს“ 2:1 მოუგო. მადრიდელები 73-ე წუთამდე აგებდნენ და ჯამში ბენზემას წყალობით „ქამბექი“ შეასრულეს.


„ბლანკოსმა“ „ატლეტიკოს“ ფეხის დაცდენით ისარგებლა და ლიდერთან სხვაობა 6 ქულამდე შეამცირა. „რეალი“ ამჟამად სასურველ ფორმაში არ იმყოფება, თუმცა წყვილში ცალსახა ფავორიტია და ამ ყველაფერს სერხიო რამოსის დაბრუნებაც დაემატა, რაც გუნდს უფრო თავდაჯერებულს ხდის.

დანაკლისი

„რეალს“ ამ მატჩში აზარი, კარვახალი, მარსელო, ოდრიოსოლა და მარიანო დიასი დააკლდება. კაზემირო კი წინა შეხვედრაში მიღებული ყვითელი ბარათის გამო ვერ ითამაშებს.

რა თქვა ზიდანმა ატალანტასთან მატჩზე

„საჭიროა, რომ ყველაფერი ნულიდან დავიწყოთ. ჯერჯერობით არაფერი მოგვიგია და კიდევ ბევრი გვაქვს დასამტკიცებელი. ფრეზე არ უნდა ვითამაშოთ. მხოლოდ ამ მატჩზე ვართ კონცენტრირებულნი. ეს ჩვენთვის ფინალია.

შესანიშნავი შეხვედრა უნდა ჩავატაროთ, თუ გვსურს რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ.

ედენ აზარი თავს კარგად გრძნობს, თუმცა ამჟამად იმ მდგომარეობაში არ არის, რომ გუნდთან ერთად იყოს. იმედი მაქვს ეს მხოლოდ მცირე დაზიანებაა. მის კარიერაში აქამდე ამდენი ტრავმა არ ყოფილა. გვსურს, რომ ის უკეთესად იყოს. ამ თემაზე მეტს ვერაფერს გეტყვით“.

სავარაუდო შემადგენლობები

რეალი: (4-2-3-1) კურტუა, ვასკესი, ვარანი, რამოსი, მენდი, ვალვერდე, მოდრიჩი, კროოსი, ასენსიო, ვინისიუსი, ბენზემა.

ატალანტა: (3-4-1-2) გოლინი, ტოლოი, რომერო, პალომინო, პესინა, დე როომი, გოსენსი, მეხლე, პასალიჩი (ილიჩიჩი), მურიელი, ზაპატა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები