ლეგენდა იუბილარია - ლევან თედიაშვილი 73 წლის გახდა
Aa
Aa

ლეგენდა იუბილარია - ლევან თედიაშვილი 73 წლის გახდა

ლეგენდარული მოჭდავე ლევან თედიაშვილი იუბიალრია. საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სპორტსმენი 73 წლის გახდა.

შეგახსენებთ,რომ ლევან თედიაშვილი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიუნხენის (1972) და მონრეალის (1976) ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია.

ოლიმპიურ ჩემპიონობასთან ერთად თედიაშვილი მსოფლიოს ხუთგზის გამარჯვებულია: ოთხჯერ თავისუფალ ჭიდაობაში (1971, 73, 74, 75), ერთხელ სამბოში (1973).  

კარიერის განმავლობაში მან მსოფლიოს თასის ტიტულიც მოიპოვა(1973). ასევე მის ანგარიშზეა ევროპის სამგზის ჩემპიონის (1974, 76, 78), სსრკ ხალხთა V სპარტაკიადისა (1971) და სსრკ ორგზის ჩემპიონის (1973, 74) ტიტულები.

რაც შეეხება ჯილდოებს ის 1973 წელს სსრკ წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა. თედიაშვილი ასევე საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენის ბრინჯაოს პრიზიორია.

სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, ასევე ვახტანგ გორგასლის II ხარისხის, ღირსების, ბრწყინვალების საპრეზიდენტო, სოკ-ის და ფილას ორდენების კავალერიც გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები