ერთ დროს რონალდო იუნაიტედში გადასვლასთან ახლოს იყო, მაგრამ..
Aa
Aa

ერთ დროს რონალდო იუნაიტედში გადასვლასთან ახლოს იყო, მაგრამ..

სპორტულმა გამოცემამ Daily star-მა საინტერესო ისტორია გაიხსენა. გამოცემა გულშემატკივრებს ამცნობს, რომ ერთ დროს ლეგენდარული ბრაზილიელი რონალდო "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო ტრანსფერი არ შედგა.

Daily star სერ ალექს ფერგიუსონის ინტერვიუს აქვეყნებს, რომელშიც "წითელი ეშმაკების" თავკაცი რონალდოს ტრანსფერთან დაკავშირებით საინტერესო დეტალებს იხსენებს.

რა თქვა ფერგიუსონმა

"რონალდო იმ დროს "ბარსელონაში" თამაშობდა და მისი სადებიუტო სეზონი დასრულებული იყო. ბრაზილიელის აგენტმა დამირეკა და მკითხა დაინტერესებული ვიყავი თუ არა მისი კლიენტით.

ძალიან გამიკვირდა. ვერ მივხვდი რატომ ჰყიდდა "ბარსელონა" ასეთ კარგ ფეხბურთელს. თანაც კატალონიელებმა 1996 წელს მასში 13 მილიონი ევრო გადაიხადეს. ეს კი იმ დროისთვის უდიდეს თანხად ითვლებოდა.

აგენტმა მითხრა, რომ არანაირი პრობლემა არ არსებობდა. რონალდოს კონტრაქტში არსებობდა პუნქტი, რომლის მიხედვითაც თუ რომელიმე გუნდი მას უკეთეს პირობებს შეთავაზებდა, აუცილებლად გადავიდოდა. მან ასევე მითხრა, რომ მე "ბარსელონასთან" არანაირი საუბარი და შეხება არ მექნებოდა. შესაძლებელი იყო პირდაპირ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციასთან მოლაპარაკება.

ამის შემდეგ მას თანხაზე ვკითხე. ისიც ვუთხარი, რომ არასწორ ადამიანს ელაპარაკებოდა. ამ საკითხზე აგენტს კლუბის წარმომადგენელთან უნდა ელაპარაკა.

საუბარი ჯამში 32 მილიონ ევროზე იყო. აქედან 20 მილიონი ტრანსფერის ფასი იყო, 4 მილიონი წლიური ხელფასი, დანარჩენი კი სხვადასხვა ბიუროკრატიული საკითხებისთვის. სამწუხაროდ უარი ვთქვით. დღევანდელი გადმოსახედიდან კი სიამოვნებით ვიხილავდი, თუ როგორ თამაშობდა რონალდო "მანჩესტერ იუნაიტედში"

"ინტერი"

რონალდო 1997 წელს მანჩესტერის ნაცვლად "ინტერში" გადავიდა და ოქროს ბურთიც კი მოიგო. ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ხსენებულ წელს პედრარგ მიატოვიჩს და ზინედინ ზიდანს აჯობა. მსოფლიო ჩემპიონმა ჯამში 222 ქულა დააგროვა და 154 ქულით გაასწრო მეორე ადგილზე მყოფ მიატოვიჩს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები