იუვენტუსი VS ნაპოლი ისევ გადაიდო!
Aa
Aa

იუვენტუსი VS ნაპოლი ისევ გადაიდო!

სერია ა-ს გადადებული მატჩი ტურინის "იუვენტუსსა" და "ნაპოლის" შორის უნდა გამართულიყო, თუმცა იტალიური მედიის ცნობით ხსენებული დაპირისპირება ისევ გადაიდო.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების დაპირისპირება 2020 წლის 4 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ გატუზოს გუნდი კორონავირუსის აფეთქების გამო ტურინში არ გაემგზავრა. თავდაპირველად ნეაპოლელებს წაგება 0:3 ჩაეთვალათ, თუმცა გასაჩივრების შემდეგ გადაწყდა, რომ მატჩი უნდა გადათამაშებულიყო.

იგივე მოხდა ამ შემთხვევაშიც. ორივე კლუბმა იტალიის ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართა, რათა შეხვედრა კვლავ გადადებულიყო. ჯერჯერობით ამის მიზეზი უცნობია, მაგრამ ფედერაციამ თხოვნა მიიღო და დააკმაყოფილა. "იუვენტუსისა" და "ნაპოლის" დაპირისპირება 2021 წლის 7 აპრილს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები