მეკარის საგოლე პასი - რუი სილვამ 14-წლიანი შედეგი გაიმეორა
Aa
Aa

მეკარის საგოლე პასი - რუი სილვამ 14-წლიანი შედეგი გაიმეორა

ევროპა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში „გრანადამ“ ნორვეგიულ „მიოლდეს“ 2:0 მოუგო. შეხვედრაში ისეთი ფაქტი მოხდა, რაც ამ ტურნირზე ესპანური გუნდისთვის 2007 წლის შემდეგ არ იყო დაფიქსირებული.

კერძოდ, გრანადელთა მეკარე რუი სილვამ 26-ე წუთზე თანაგუნდელ ხორხე მოლინაზე საგოლე გადაცემა გააკეთა. პორტუგალიელმა გოლკიპერმა უბრალოდ თავისუფალი დარტყმა შეასრულა, რასაც სკანდინავიელთა მცველების დაბნევა და მოლინას ერთი-ერთზე დარჩენა მოჰყვა, დანარჩენი უკვე ტექნიკის საქმე გახლდათ.

სილვამდე ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირზე ესპანური კლუბის მეკარეთაგან საგოლე პასი ანდრეს პალოპმა შეასრულა. მან 2007 წლის უეფა-ს თასის ფინალისას ხელით ასისტი ადრიანო კორეიაზე მიითვალა.

აღსანიშნავია, რომ იმ სეზონის უეფა-ს თასზე პალოპმა გოლიც გაიტანა. მან „სევილია“ გავარდნას 1/16 ფინალში გადაარჩინა, როცა დონეცკის „შახტარს“ ბოლო წუთებზე თავით გაუტანა.

„გრანადამ“ „მიოლდესთან“ მოპოვებული 2-ბურთიანი სხვაობით გამარჯვებით, 1/4 ფინალისკენ სოლიდური ნაბიჯი გადადგა. ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ანდალუსიელთა პირველი ევროსეზონია.

გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა ერთი კვირის თავზე, 18 მარტს, უკვე ნორვეგიაში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები