მძიმე ბრძოლა და გამარჯვება - საქართველომ სომხეთი დაამარცხა!
Aa
Aa

მძიმე ბრძოლა და გამარჯვება - საქართველომ სომხეთი დაამარცხა!

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მე-4 შეხვედრა გამართა და სომხეთს სტუმრად ერევანში დაუპირისპირდა. 

ავთანდილ ასათიანმა ძირითად ხუთეულში კუპატაძე, რონინიო, თალეში, სებისკვერაძე და ელისანდრო დააყენა. მატჩი საქართველომ აქტიურად დაიწყო და კურტანიძემ საოცარი სიძლიერის დარტყმით მეტოქის კარი აიღო. კუპატაძის გოლს სულ მალე ბინიომ უპასუხა და ანგარიში 2:0 გახდა.

ამის შემდეგ სომხები გააქტიურდნენ და 1 ბურთის გაქვითვა შეძლეს. ბურთს ძირითადად მასპინძლები აკონტროლებდნენ და მატჩის სადავეებიც მათ ხელში იყო. პირველი ნახევარი 2:1 დასრულდა.

მეორე ტაიმი სომხეთმა აქტიურად დაიწყო და ანგარიში გაათანაბრა, თუმცა სულ მალე ელისანდრომ საოცარი სილამაზის გოლი გაიტანა და ჩვენი ნაკრები წინ გაიყვანა. გამოსარჩევი იყო საქართველოს კაპიტანი ზვიად კუპატაძე, რომელმაც 14 სეივი განახორციელა. რამდენიმე კი მკვდარი ბურთების კატეგორიას მიეკუთვნებოდა.

შეხვედრა 3:2 დასრულდა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა ჯგუფში 7 ქულა დააგროვა და ევროპის ჩემპიონატს ძალიან მიუახლოვდა. "ჩვენებურები" ცხრილში მე-2 ადგილზე იმყოფებიან. მომდევნო მატჩს კი 9 აპრილს საკუთარ კედლებში საფრანგეთის წინააღმდეგ გამართავენ. შეხვედრა თბილისის დროით 18:00-დან დაიწყება.

იხილეთ საქართველოს ნაკრების სამივე გოლი:


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები