Stripchat - ინტერს სპონსორობას პორნო ინდუსტრიის კომპანია თავაზობს
Aa
Aa

Stripchat - ინტერს სპონსორობას პორნო ინდუსტრიის კომპანია თავაზობს

იტალიური სპორტული გამოცემა Football-italia იუწყება, რომ მილანის "ინტერმა" პორნო ინდუსტრიის კომპანია Stripchat-ისგან სპონსორობის შეთავაზება მიიღო.

ცნობილია, რომ მომავალ სეზონში "ნერაძურის" ახალი სპონსორის მოძიება სურს, რადგან კომპანია Pirelli-სთან ხელშეკრულება მთავრდება და კლუბი სპონსორის გარეშე რჩება.

"ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ანტონელოსთა, მაროტასთან და "ინტერის" სხვა ხელმძღვანელებთან. ჩვენ აღარ ვიქნებით მათი სპონსორი, თუმცა ურთიერთობა გაგრძელდება." - განაცხადა Pirelli-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მარკო ტრონკეტიმ

წყარო იუწყება, რომ Stripchat-მა "ინტერს" წლიურად 23 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა იტალიური გრანდის მესვეურებს 30 მილიონი სურთ. ჯერჯერობით უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს "ნერაძურის" ხელმძღვანელობა, თუმცა ფაქტი ერთი რამ გახლავთ - კლუბს ახალი სპონსორი ჭირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები