ახალი ბრაზილიელით სომხეთთან - საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე მატჩი ერევანში
Aa
Aa

ახალი ბრაზილიელით სომხეთთან - საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე მატჩი ერევანში

10 მარტს, ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მეოთხე შეხვედრაში საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები სომხეთს დაუპირისპირდება. მატჩი ერევანში, სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური ცენტრის დარბაზში გაიმართება. ავთანდილ ასათიანის გუნდი თამაშის მასპინძელ ქალაქში 9 მარტს ჩავიდა და მატჩისწინა ვარჯიში ჩაატარა. საქართველოს ფუტსალის ნაკრები სომხეთის დედაქალაქს 14 მოთამაშით ესტუმრა. ერევანში მყოფი ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და უახლოესი შეხვედრისთვის სრული დატვირთვით ემზადება.

სომხეთის წინააღმდეგ გასამართი მეორე შეხვედრისთვის საქართველოს ფუტსალის ეროვნულ ნაკრებს კიდევ ერთი ნატურალიზებული მოთამაშე დაემატა. ავთანდილ ასათიანის გუნდს ესპანეთის პრიმერა დივიზიონში მოასპარეზე ბარსელონას "სალა გარსიას" თავდამსხმელი ბრუნო პეტრი შეუერთდა.

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:​ 

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომი-იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (თსუ, თბილისი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი) 

წინა ხაზი: ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი), ირაკლი თოდუა (აელ ლიმასოლი, კვიპროსი), შოთა თოფურია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), ვახტანგ კეკელია (ნურ-სულთან, ყაზახეთი), ჯანიკო გიორგაია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), არჩილ სებისკვერაძე (ლიდსელმაშ-ლიდა, ბელარუსი), ბინიო (ოსასუნა მაგნა, პამპლონა, ესპანეთი), ელისანდრო (რეალ სან-ჯუზეპე, იტალია), ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), თალეს ფეიტოსა (კანდოსო, პორტუგალია), გიორგი ღავთაძე (კსუ, თბილისი), რონინიო (პროდექსიმ ხერსონი, უკრაინა), ბრუნო პეტრი (სალა გარსია, ბარსელონა, ესპანეთი).

სომხეთისა და საქართველოს ფუტსალის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

​ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საფრანგეთის სომხეთისა და რუსეთის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს. სამი ტურის შემდეგ ჩვენს გუნდს 4 ქულა აქვს და ჯგუფში მეორე ადგილს იკავებს.

​ევრო 2022-ის ჩემპიონატის საგზურს საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის რვა გამარჯვებული და ექვსი საუკეთესო მეორე ადგილზე გასული გუნდი მიიღებს. კიდევ ერთი საგზურის მფლობელის ვინაობა, ჯგუფებში მეორე ადგილზე გასულ რეიტინგის ბოლო ორ ნაკრებს შორის პლეიოფის სისტემით გაირკვევა. ფუტსალში ევრო 2022-ს ნიდერლანდები უმასპინძლებს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები