შეზღუდვები ტრანსფერებზე - გლობალური ცვლილებები ევროპულ ფეხბურთში
Aa
Aa

შეზღუდვები ტრანსფერებზე - გლობალური ცვლილებები ევროპულ ფეხბურთში

ევროპული კლუბების ასოციაცის 25-ე ყრილობის შემდეგ ანდრეა ანიელიმ საინტერესო გეგმებზე ისაუბრა.

ანიელიმ ფაქტიურად ახალ ჩემპიონათა ლიგაზე ისაუბრა და ასევე პოექტზე,რომელიც დაარეგულირებს ტრანსფერებს ჩემპიონთა ლიგის მონაწილე კლუბებს შორის.

ახალი ჩემპიონთა ლიგის გათმაშება ორი კვირის განმავლობაში უნდა დამტკიცდეს. მონაწილეთა რაოდენობა 32-დან 36-მდე გაიზრდება,რომლებიც შვეიცარული სისტემით იასპარეზებენ. ანიელი მომავალ სქემას „იდეალურთან მიახლოებულს“ უწოდებს.

დარჩა პატარა წვრილმანები,რომელზეც ყველა ერთად უნდა შევთანხმდეთ. თუ ჩვენ გვეყოლება 4 ახალი კლუბი,მაშინ მოსაფიქრებელია თუ როგორ უნდა მოხვდნენ ისინი გათმაშებაში. უნდა იყოს ბალანსი ჩემპიონებსა და წარმატებულ ევროპულ კლუბებს შორის.“- განაცხადა ანიელიმ

ამ სისტემით ტოპ კლუბები უფრო ხშირად დაუპირისპირდებიან ერთამნეთს ჯგუფურ ეტაპზეც,რაც ნეიტრალურ გულშემატკივარს მოიზიდავს. 

ჩვენ უნდა გავხადოთ გულშემატკივრები მთავარ მოვლენად. 40% ფანებისა,რომლებიც 16 წლიდან 24 წლამდე შეადგენე,ფეხბურთი ნაკლებად აინტერესებთ. ახლამდელი სქემა მათ გემოვნებას არ აკმაყოფილებს.ფეხბურთში ბევრი შეხვედრაა,რომელსაც კონკურენცია არ გააჩნია. აუცილებელია მათ ეს კონკურენცია მივაწოდოთ,თორემ ჩვენ ვრისკავთ მათი საბოლოო დაკარგვით.“- განაცხადა ანიელიმ 

ასევე ნეიტრალური ქომაგების დასაბრუნებლად,შესაძლოა კლუბებმა ქვეყნის მასშტაბით მატჩების რაოდენობა შეამცირონ. მაგალითად სათასო შეხვედრების ჩათვლით ინგლისური კლუბები სეზონის განმავლობაში 53 მატჩს ატარებენ,ხოლო გერმანული გუნდები 43-ს.

ანიელის აზრით იდეალური იქნება თუ ყოველი ორი საშინაო დაპირისპირების შემდეგ,გუნდმა ევროთასებზე მიიღო მანაწილეობა. ამისთის ალბათ ლიგების შემცირა იქნება საჭირო.

ჩვენ ვფიქრობთ,რომ 20 გუნდიან ჩემპიონატებში კონკურენცია არ არის. ეს ძალიან ბევრია.“- განაცხადა ანიელიმ

ჩემპიონთა ლიგის მონაწილე გუნდები ასევე განიხილავენ ერთმანეთში ტრანსფერების შეზღუდვას. ანიელის აზრით ამ გადაწყვეტილებით გუნდებს მოუწევთ ფეხბურთელების ძიება სხვა დივიზიონებში,რაც მსოფლიო ფეხბურთზე დადებითად აისახება

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები