Aa
Aa

"ლივერპულმა" თვალი "ბენფიკას" მექსიკელ ფორვარდს დაადგა

ინგლისური "ლივერპულის" ინტერესთა სფეროში პორტუგალიური "ბენფიკას" მექსიკელი თავდამსხმელი, რაულ ხიმენესი მოექცა. 

მერსესაიდელებს ჯერჯერობით მოლაპარაკებები არ დაუწყიათ, თუმცა თუ ბრიტანულ სააგენტოებს ვენდობით, რადგან ინტერესი არის ეს მხოლოდ დროის ამბავია. 

ეგ არის, რომ ხიმენესის კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის თანახმადაც, მის მსურველ კლუბს ერთობ სოლიდური თანხის, 50 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. 

25 წლის ტანმაღალი ფორვარდი ლისაბონურ კლუბში 2015 წელს მადრიდის "ატლეტიკოდან" გადავიდა და მას შემდეგ "არწივების" მაისურით 63 შეხვედრაში 20 გოლი გაიტანა. 

 

მომზადებულია GOAL.COM-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები