რინერის უარი - ლეგენდარული ძიუდოისტი თბილისში აღარ ჩამოვა
Aa
Aa

რინერის უარი - ლეგენდარული ძიუდოისტი თბილისში აღარ ჩამოვა

საფრანგეთის ძიუდოს ნაკრებმა თბილისში ჩამოსასვლელი შემადგენლობა დაასახელა.

სამწუხაროდ განახლებულ შემადგენლობაში ნაკრების ლიდერი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს რვაგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონი ტედი რინერი აღარ იმყოფება.

თებერვლის ბოლომდე ლეგენდარული ძიუდოსტი  თბილისის გრან სლემზე დარეგისტრირებული იყო.

თბილისში საფრანგეთის ვაჟთა ნაკრები გადახალისებული შემადგენლობით გამოვა. აღსანიშნავია,რომ 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში საფრანგეთის სახელით ლუკა მხეიძე იასპარეზებს.

ძიუდოში თბილისის გრან სლემი 26 -28 მარტს ჩატარდება.

დღევანდელი მონაცემებით ტურნირზე 69 ქვეყნის 374 ძიუდოისტია რეგისტრირებული. რაც ნამდივალდ საბოლოო არ არის და ტურნირის დაწყებამდე მოწალიეთა რაოდენობა აუცილებლად გაიზრდება.

შეგახსენებთ,რომ თბილისის გრანდ სლემი პირველად გაიმართება. „გრან პრის“ „გრანდ სლემად“ გადაკეთების შეთავაზება საქართველომ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციისგან გასულ წელს მიიღო.

ქვეყნის მთავრობასთან კონსულტაციების გავლის შემდეგ კი, ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ათაბეგაშვილმა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციას თანხმობის წერილი გაუგზავნა.

აღსანიშნავია,რომ ტურნირის ჩატარება 900 ათასი ლარით მეტი ჯდება ვიდრე გრან პრის შეჯიბრი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები