ზიდანი:
Aa
Aa

ზიდანი: "გუნდი ცოცხალია და ბრძოლას განვაგრძობთ"

მადრიდული დერბის შემდეგ ზინედინ ზიდანმა განვლილი მატჩი შეაფასა და საკამათო ეპიზოდიც განიხილა:

„პირველ ტაიმში „ატლეტიკო“ უკეთესი გუნდი იყო, მეორე ნახევარში კი ჩვენ ვჯობდით. ვფიქრობ, ეს შედეგი დავიმსახურეთ. შანსები გვქონდა და ჩვენ ის გამოვიყენეთ. საქმე იმაშია, რომ გუნდი ცოცხალია და ბრძოლას განვაგრძობთ.

ლა ლიგის მოგების შანსი ისევ გვაქვს და ბრძოლას ბოლომდე ვაპირებთ. სწორი მიმართულებით მივდივართ.

პენალტის მომენტი? მე არ ვაპირებ მსაჯის საქმეში ჩავერიო. მან ეპიზოდი განმეორებით იხილა და გადაწყვეტილებაც მიიღო. პატივი უნდა ვცეთ არბიტრის საქმიანობას.

ჩვენ ვერაფერს შევცვლით, ეს მსაჯის გადასაწყვეტია. ფეხბურთელებმა მითხრეს, რომ ხელით თამაში იყო, თუმცა არბიტრმა მომენტი VAR-ზე ნახა და გადაწყვიტა, რომ პენალტი დასანიშნი არ იყო.

ვალვერდე და ვინისიუსი? მე ძირითადში მხოლოდ 11 მოთამაშის დაყენება შემიძლია. ყველა მათგანი იმსახურებს თამაშს. ჩვენ ყველანი ერთ ნავში ვსხედვართ და ბრძოლას ვაგრძელებთ“.

ამ მატჩის შემდეგ, „რეალი“ „ატლეტიკოს“ 5 ქულით ჩამორჩება. სიმეონეს გუნდს კი 1 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. მადრიდული დერბის ფრედ დასრულებით „ბარსელონამ“ ისარგებლა და „როხიბლანკოსთან“ ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები