გვარდიოლა:
Aa
Aa

გვარდიოლა: "იუნაიტედი წარმოუდგენლად მაღალ პრესინგს თამაშობდა"

პეპ გვარდიოლამ მანჩესტერულ დერბიში დამარცხების შემდეგ, პრესკონფერენცია გამართა და მეტოქეს კარგი თამაშით აღფრთოვანება ვერ დამალა:

შესანიშნავი მატჩი იყო. „მანჩესტერ იუნაიტედი“ წარმოუდგენლად მაღალ პრესინგს თამაშობდა და ძალიან სწრაფად მიდიოდა კონტრშეტევაზე.

ჩვენ კარგად ვითამაშეთ, მაგრამ მომენტები ვერ გამოვიყენეთ. „იუნაიტედს“ გამარჯვებას ვულოცავ.

ჩვენი დამარცხება მთავარი სიახლე იქნება, თუმცა ახალ ამბებში ასევე ჩვენ 21-მატჩიან მოგებათა სერიაზეც წერდნენ. გასათამაშებელი კიდევ 30 ქულაა და ჩვენ მოგებები უნდა განვაახლოთ.

ეს ფეხბურთია და მსგავსი მატჩები არის ხოლმე. დღეს ჩვენ გაცილებით უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე „ვესტ ჰემის“ წინააღმდეგ, თუმცა ის შეხვედრა მოვიგეთ, ამჯერად კი დავმარცხდით.

ჩვენი მიდგომა არ იცვლება, მივდივართ მატჩიდან მატჩამდე. 0:2-ის დროსაც კი კარგად გამოვიყურებოდით. ეს მარცხი ჩვენთვის გაკვეთილი იქნება“. - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Sky Sports-ი.

მიუხედავად მარცხისა, „სიტი“ „იუნაიტედს“ სატურნირო ცხრილში 11 ქულთ უსწრებს. პრემიერლიგის დასრულებამდე 10 ტურია დარჩენილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები