მერაბ დვალიშვილი :
Aa
Aa

მერაბ დვალიშვილი : "პეტრ იანი უღირსი სპორტსმენია"

ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა სოციალურ ქსელში რუს პეტრ იანს უღირსი სპორტსმენი უწოდა.

შეგახსენებთ,რომ ლას ვეგასში გამართული სატიტულო ბრძოლა რუს პეტრ იანსა და ამერიკის სახელით მოასპარეზე იამაიკელ ალჯო სტერლინგს შორის მოულოდნელი ფინალით დასრულდა. 

თანაბარი ბრძოლა მე-4 რაუნდში რუსის არასპორტული აკრძალული დარტყმითა და დისკვალიფიკაციით დასრულდა. იანმა მუხლებზე მყოფ მეტოქეს მუხლი სახეში ჩაარტყა და ნოკაუტში ჩააგდო, რაც წესებით დასჯადი გახლავთ.

საბოლოოდ, ალჯოს გამარჯვება ჩაეთვალა, თუმცა მან ქამარი ძირს დააგდო, რადგან ასეთი ფინალი არც მას სურდა. 

 

იამაიკელი მებრძოლი მერაბ დვალიშვილის მეგობარი და თანაგუნდელია. გამარჯვების შემდეგ სოციალურ ქსელში ქართველმა სპორტსმენმა ალჯოსტან ერთად გადაღებული ფოტო დადო,სადაც რუსმა სპორტსმენმა კომენტარად „კლოუნები“ დააწერა.

შემდეგ კი მან ინსტაგრამის ეგრედ წოდებულ სთორიზე გააზიარე დავილიშვილის და სტერლინგის ფოტო წარწერით : „არ ინერვიულოთ,მათ ყველაფერი რიგზე აქვთ

მერაბ დვალიშვილმა კი რუს მებრძოლზე „პიტერ იანის კიდევ უღირსი საქციელი რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს რომ უღირსი სპორცმენია და ცუდი მაგალითი მომავალი თაობისთვისდაპოსტა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები