ზივზივაძის მე-10 გოლი - ქართველი ფორვარდის ეფექტური შესრულება
Aa
Aa

ზივზივაძის მე-10 გოლი - ქართველი ფორვარდის ეფექტური შესრულება

''ფეჰერვარის'' ფორვარდმა ბუდუ ზივზივაძემ უნგრეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მე-7 გოლი შეაგდო. ''ბუდაფოკისთან'' გასვლით შეხვედრაში 26 წლის თავდამსხმელმა ანგარიში მე-17 წუთზე ძალიან ეფექტური დარტყმით გახსნა.

შეხვედრა ზივზივაძის გუნდის გამარჯვებით დასრულდა (1:2). მან სასტარტოში ითამაშა და მეორე ტაიმის პირველ დამატებულ წუთზე შეცვალეს.

ზივზივაძე ''ფეჰერვარში'' პირველ სეზონს ატარებს.  უნგრეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 23-ე მატჩში მიიღო მონაწილეობა. მის ანგარიშზე 7 გოლი და 6 საგოლე პასია, თუმცა თუ უნგრეთის თასის 3 მატჩში გატანილ 3 გოლსაც შევიტანთ სტატისტიკაში, მიმდინარე სეზონში ''ესბიერგის'' ექს-ფორვარდმა მე-10 გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ მან უნგრეთის ჩემპიონატის ზედიზედ ექვს შეხვედრაში გოლის გატანა ან საგოლე პასის შესრულება ვერ შეძლო, თუმცა წარუმატებელი პერიოდის შემდეგ ზედიზედ ორ მატჩში გამოიჩინა თავი, ''ბუდაფოკისთან'' შეხვედრამდე ''პაკშის'' გაუტანა.

ზივზივაძე ''პაკშისთან'' გატანილ გოლს აღნიშნავს

მიმდინარე სეზონში ყველაზე შედეგიანი შეხვედრა მე-17 ტურში ''უიპეშტთან'' ჩაატარა, როცა 1 გოლის გატანა და 3 საგოლე პასის შესრულება შეძლო.

25 ტურის შემდეგ ''ფეჰერვარდი'' 40 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერ ''ფერენცვაროშს'' 18 ქულით ჩამორჩება, ხოლო მეორე პოზიციას ბაჩანა არაბულის ექს-კლუბი ''პუშკაშ აკადემია'' 45 ქულით იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები