სელტიკის ჰეგემონია დასრულებულია - რეინჯერსი შოტლანდიის ჩემპიონია
Aa
Aa

სელტიკის ჰეგემონია დასრულებულია - რეინჯერსი შოტლანდიის ჩემპიონია

შოტლანდიას ახალი ჩემპიონი ჰყავს - ეს სტივენ ჯერარდის "რეინჯერსია". "სელტიკის 9 წლიანი ჰეგემონია დასრულდა. ინგლისელი ყოფილი ფეხბურთელის გუნდმა 32-ე ტურში "სენტ მირენი" 3:0 დაამარცხა. გლაზგოელებს ჩემპიონობისთვის კიდევ ერთი ქულა ჭირდებოდათ და "სელტიკის" მატჩს ელოდებოდნენ.

ჯონ კენედის გაწვრთნილი გუნდი "დანდი იუნაიტედს" შეხვდა. მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა და ამით გაირკვა, რომ "რეინჯერსს" "სელტიკი" ვეღარ დაეწეოდა. ამრიგად, სტივენ ჯერარდის გუნდი 2011 წლის შემდეგ პირველად და ისტორიაში 55-ედ გახდა შოტლანდიის ჩემპიონი.

ცნობისთვის, 2011 წლის სეზონის დასრულების შემდეგ "რეინჯერსი" რანგით მე-4 ლიგაში დააქვეითეს და თითქოს მათი ისტორიაც დასრულდა, თუმცა გლაზგოელებმა უმაღლეს მწვერვალზე დაბრუნებისთვის ყველაფერი გააკეთეს.

ამ მომენტისთვის "რეინჯერსს" 32 ტურის შემდეგ 28 მოგება და 4 ფრე აქვს. მომდევნო ტურში გულშემატკივრები გლაზგოურ დერბის იხილავენ. "რეინჯერსი" "სელტიკს" ჩემპიონის რანგში ესტუმრება. მატჩი 21 მარტით თარიღდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები