Aa Aa
7 მარტი 2021  |  14:16

მამუკელაშვილის ბრწყინვალე მატჩი - ორმაგი დუბლი სენტ ჯონსთან

NCAA-ს (სტუდენტური ლიგის) რეგულარული სეზონის დასკვნით ტურში ''სენტ ჯონსმა'' საკუთარ კედლებში ''სეტონ ჰოლი'' 81:71 დაამარცხა.

''სეტონ ჰოლის'' ქართველი ლიდერი სანდრო მამუკელაშვილი თანაგუნდელთა შორის საუკეთესო იყო, მან ორმაგი დუბლი შეასრულა. მამუკელაშვილმა 38 წუთში 15 ქულა, 10 მოხსნა და 4 პასი ჩაიწერა აქტივში. ძალიან პერსპექტიულმა ქართველმა კალათბურთელმა 9-დან 5 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

მამუკელაშვილის გუნდმა დიდი აღმოსავლეთის კონფერენციაში 10 მოგებით და 9 მარცხით რეგულარული სეზონი მე-5 ადგილზე დაასრულა.

რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ ''სეტონ ჰოლი'' დიდი აღმოსავლეთის კონფერენციის ტურნირში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ნიუ იორკის "მედისონ სკვერ გარდენში" შედგება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში