არჩევნების დღე - ბარსას პრეზიდენტობისთვის 3 კანდიდატი იბრძვის
Aa
Aa

არჩევნების დღე - ბარსას პრეზიდენტობისთვის 3 კანდიდატი იბრძვის

დღეს, „ბარსელონას“ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები მიმდინარეობს. დილის 9 საათზე გახსნილი საარჩევნო უბნები, თბილისის დროით 21:00-ზე ოფიციალურად დაიხურება და მოგვიანებით ახალი პრეზიდენტის ვინაობა გახდება ცნობილი.

ჟოან ლაპორტა, ვიქტორ ფონტი და ტონი ფრეიშა გამარჯვებისთვის იბრძვიან, თუმცა პრესა რეალურ ფავორიტად ლაპორტას მიიჩნევს.

„ეს არჩევნები კლუბის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს აქტიურობა მაღალი იქნება და ამით, კიდევ ერთხელ დავამტკიცებთ, რომ ვართ მეტი ვიდრე კლუბი“. - ამბობს ლაპორტა.

არჩევნებზე ფეხბურთელებიც მივიდნენ და თავიანთი პოზიცია დააფიქსირეს, მათ შორის იყო ლეო მესიც, რომელიც პრესის წინაშე საკუთარ უფროს ვაჟთან ტიაგოსთან ერთად გამოცხადდა.

აღსანიშნავია, რომ 20 ათასი ადამიანი ხმას ელექტრონულად მისცემს, 87 ათასი კი საარჩევნო უბანზე გამოცხადდება.

ესპანური პრესა გამარჯვებას ლაპორტას უწინასწარმეტყველებს, რომელსაც მხარს ლეო მესიც უჭერს. ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება, თუმცა გაზეთები ამის შესახებ ხშირად წერენ და მას არც ლეო უარყოფს.

ესპანური გამოცემების თანახმად, მესი კლუბის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მისაცემად ისტორიაში პირველად მივიდა. თუ, ლაპორტა მოიგებს არგენტინელი გუნდში 100%-ით დარჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები