მესის, რონალდუს და მბაპეს აჯობა - ჰალანდის მორიგი მიღწევა
Aa
Aa

მესის, რონალდუს და მბაპეს აჯობა - ჰალანდის მორიგი მიღწევა

ბუნდესლიგის 24-ე ტურში „ალიანს არენაზე“ „დერ კლასიკერი“ ვიხილეთ - „ბაიერნმა“ „დორტმუნდს“ უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა.

სტუმრებმა შეხვედრა კარგად დაიწყეს და მე-9 წუთისთვის უკვე 2:0-ს იგებდნენ. დუბლის ავტორი ერლინგ ჰალანდი გახდა, რომელმაც ამ გოლების შემდეგ, კიდევ ერთი შესანიშნავი სტატისტიკური მაჩვენებელი დააფიქსირა.

20 წლის ნორვეგიელმა ფორვარდმა კარიერაში უკვე 100 გოლი გაიტანა და მას ამისთვის 145 მატჩი დასჭირდა.

ჰალანდმა ამ მაჩვენებლით თანამედროვე ფეხბურთის წამყვან ვარსკვლავებს აჯობა. მაგალითად, ლეო მესის 100 გოლის გასატანად 210 მატჩი დასჭირდა. კრიშტიანუ რონალდუს 301 მატჩი, ზლატან იბრაჰიმოვიჩს 245, ხოლო კილიან მბაპეს 180.

„დორტმუნდში“ ერლინგ ჰალანდის შედეგები ცალკე აღნიშვნის თემაა - 46 მატჩი, 45 გოლი და 11 საგოლე გადაცემა.

ტრანსფერმარკეტი ჰალანდს 110 მილიონ ევროდ აფასებს. თუ, „დორტმუნდი“ მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის ზონაში ვერ მოხვდება, კლუბი ნორვეგიელ ფორვარდს ზაფხულში გაყიდის.

ამ მომენტისთვის „დორტდმუნდი“ სატურნირო ცხრილში 39 ქულით მე-6 პოზიციაზე იმყოფება და ჩემპიონთა ლიგის ზონას 4 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები