პირველი ტიტული კარიერაში - ლობჯანიძე ყაზახეთის სუპერთასის გამარჯვებულია
Aa
Aa

პირველი ტიტული კარიერაში - ლობჯანიძე ყაზახეთის სუპერთასის გამარჯვებულია

ელგუჯა ლობჯანიძე ყაზახეთის სუპერთასის გამარჯვებულია. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ''ტობოლის'' მაისურით სუპერთასის ნახევარფინალში ''ქაირათთან'' გაიმარჯვა, შემდეგ კი ფინალში მისმა გუნდმა ''ასტანა'' დაამარცხა. როგორც ნახევარფინალური, ასევე ფინალური დაპირისპირება საკმაოდ დაძაბული გამოვიდა. ორივე მატჩის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა და გამარჯვებული პენალტების სერიაში გამოვლინდა.

ელგუჯა ლობჯანიძემ ნახევარფინალში ''ქაირათთან'' ცვლილებაზე ითამაშა, როცა ''ტობოლის'' მაისურით მისი ოფიციალური დებიუტი შედგა, მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა და პენალტების სერიაში გადამწყვეტი დარტყმა ზუსტად შეასრულა. რაც შეეხება ''ასტანასთან'' ფინალურ მატჩს, ქართველი ცენტრფორვარდი სასტარტო თერთმეტეულში მოხვდა, 86-ე წუთზე შეცვალეს და პენალტების სერიაში მონაწილეობა არ მიუღია.

შეგახსენებთ, გასული ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ელგუჯა ლობჯანიძე ''ასტანაში'' გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა ტრანსფერი ჩაიშალა, რის შემდეგაც კარიერა ყაზახეთის ვიცე-ჩემპიონ ''ტობოლში'' გააგრძელა.

ლობჯანიძემ 2020 წლის სეზონი ყაზახურ ''კაისარში'' გაატარა და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირთა შორის ფიგურირებდა, სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარა და ეროვნულ ნაკრებშიც რეგულარულად იწვევდნენ.

2020 წლის სეზონში ''კაისარის'' რიგებში ჩატარებულ 14 მატჩში 8 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა, 7 გოლი ყაზახეთის პრემიერ ლიგაში გაიტანა, ხოლო 1 გოლით ევროპა ლიგაზე კვიპროსულ ''აპოელთან'' გამოიჩინა თავი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები